სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის ინფორმაციით, სუნიტური დაჯგუფების „ჯაიშ ალ-ადლის“ მებრძოლები რასკსა და ჩაბაჰარში მდებარე ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხნენ.
„ჯაიშ ალ-ადლის“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა და 10 დაშავდა. საპასუხო ცეცხლის შედეგად, დაჯგუფების 8 მებრძოლი დაიღუპა.
ცნობისთვის, „ჯაიშ ალ-ადლი“ ექსტრემისტული სუნიტური დაჯგუფებაა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანსა და დასავლეთ ს ბელუჯისტანის პროვინციაში მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება