პენტაგონი – ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან სატელეფონო საუბრის დროს აღშფოთება გამოხატა ღაზის სექტორში ს თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელსაც World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა, – ამის შესახებ პენტაგონის პრესრელიზშია აღნიშნული.
-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოსტინმა გალანტს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“.
„მინისტრმა ოსტინმა მოუწოდა მინისტრ გალანტს, ჩაატარონ სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, საჯაროდ გააზიარონ დასკვნები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირები“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა განაცხადა, რომ ამ ტრაგედიამ გააძლიერა გამოთქმული შეშფოთება რაფაჰში ისრაელის პოტენციური სამხედრო ოპერაციის გამო.
ამასთან, ლოიდ ოსტინმა გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვას რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ