ისრაელი და “ჰამასი” ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან-ამის შესახებ ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს

ისრაელი და “ჰამასი” ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ “ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს. შესაძლო ზავზე საუბრობენ თეთრ სახლშიც.
მედიის ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს, რომლის მიხედვითაც „ჰამასი” 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ისრაელი, კი შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს” გადასცემს.
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროებსა და “ჰამასს” შორის საბრძოლო მოქმედებები, “ალ-შიფას” ჰოსპიტლის შემდეგ, ანკლავის ინდონეზიურ საავადმყოფოსთან გრძელდება.”ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ჭურვი ინდონეზიურ საავადმყოფოს მოხვდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალები კი ამბობენ, რომ ჰოსპიტლის მიმართულებით ჭურვები არ უსვრიათ და არ დაურღვევიათ საერთაშორისო სამართალი. ოფიციალური ისრაელის მტკიცებით, ტერორისტებმა თავად გახსნეს ცეცხლი ისრაელის ძალების მიმართულებით ინდონეზიური საავადმყოფოდან, რასაც საპასუხო რეაგირება მოჰყვა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ კრიზისს, ანკლავში ვითარება კვლავ რთულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს