ისრაელი პალესტინელ პაციენტებს ღაზაში დაბრუნებას სთხოვს

მალე 6 თვე შესრულდება, რაც ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოოდ, ღაზის სექტორში ომი დაიწყო. ისრაელმა ქვეყანაში მდებარე რამდენიმე საავადმყოფოში მყოფ პალესტინელ პაციენტებს მოსთხოვა, რომ მკურნალობის დასრულებისთანავე, ღაზის სექტორში დაბრუნდნენ. ბრძანებას უფლებადამცველები აპროტესტებენ.