დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ბატონმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ეს არავისკენ ინდივიდუალურად მიმართული არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში ბექა ოდიშარიას მხრიდან შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მსგავსი ატმოსფერო პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავის სიამოვნებს და უნდა იზრუნონ იმაზე, თუ როგორ აირიდონ დაძაბულობა თავიდან.
„დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ბატონმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ეს არავისკენ ინდივიდუალურად მიმართული არ იყო. მან წუხილიც გამოთქვა იმაზე, თუ ვინმემ მისი კომენტარი ინდივიდუალურად მიიღო. სამწუხაროდ, როდესაც ემოციები ჭარბობს პოლიტიკურ დებატში, საბოლოოდ ყველა წუხს. ასეთი ატმოსფერო პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავის სიამოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები თავიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.