ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება

ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება
„ჩვენს „გულანთებულ პატრიოტებს“ შარშან არ უნდოდათ, მაგრამ ახლა მოუწევთ ექვსი გვერდის წაკითხვა, შემდეგ აზრის გამოტანა და თუ ამას ვერ შეძლებენ, ჩვენ თავად ვთხოვთ პარტნიორებს, აუხსნან წესიერად, ყოველგვარი დეზინფორმაციის გარეშე თუ რა წერია კანონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, შარშან, მარტის თვეში დაგეგმილი იყო, რომ საქართველოში განვითარებულიყო არაპროგნოზირებადი მოვლენები, რაც აღიკვეთა, მაგრამ წელს ამის გამეორების უფლება აღარავის მიეცემა.
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ვაპატიეთ შარშანდელი აღვირახსნილი კამპანია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელშიც ჩაერთო მთელი მსოფლიო – იუსტიციის სამინისტროში დასარეგისტრირებელი რეესტრის წინააღმდეგ. დაგეგმილი იყო, რომ შარშან, მარტის თვეში განვითარებულ მოვლენებს უნდა გამოეწვია არაპროგნოზირებადი მოვლენები, რომელსაც პასუხისგებით მოეკიდა ხელისუფლება, მათ შორის „ხალხის ძალა“ და ყველაფერი იქნა შეჩერებული. წელს იმავეს გამეორების შესაძლებლობას არავის მივცემთ.
ჩვენს „გულანთებულ პატრიოტებს“ შარშან არ უნდოდათ, მაგრამ ახლა მოუწევთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ექვსი გვერდის წაკითხვა, შემდეგ აზრის გამოტანა და თუ ამას ვერ შეძლებენ, ჩვენ თავად ვთხოვთ პარტნიორებს, აუხსნან წესიერად, ყოველგვარი დეზინფორმაციის გარეშე რა წერია ჩვენს კანონში. აუხსნან რით განსხვავდება და რით არის ეს კანონი უფრო ლმობიერი, ვიდრე ამერიკული FARA-ს კანონი. წელს ჩვენ შეიარაღებულები ვართ, უფრო ძლიერად იმ სიმართლით, რომელიც არც შარშან გვაკლდა. შეიძლება გვაკლდა ამ სიმართლის მოსახლეობამდე და ახალგაზრდებამდე დაყვანის კომპონენტი, მაგრამ წელს ჩვენ ყველაფერი შევისწავლეთ, გავაანალიზეთ შეცდომები და ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, ისე როგორც ეს საქართველოს სჭირდება,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
Previous: მელიას მეგობარმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა გააპროტესტა გამჭვირვალობის კანონი – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში “ანჟი მახაჩკალაში” და “სკა ენერგია ხაბაროვსკში” უთამაშია

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი