” – ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებული უხამსი განცხადებების გამო ბექა ოდიშარია ახლა თავს იმართლებს.
“ოცნების” დეპუტატი წუხს, რომ საზოგადოებას უხამსი რეპლიკების მოსმენა ეთერით მოუწია და მათ ამის გამო ბოდიშს უხდის, თან ირწმუნება, რომ გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია.
ოდიშარია ამტკიცებს, რომ მისი უხამსი განცხადება რომელიმე ქალი დეპუტატის მისამართით არ ყოფილა გაკეთებული.
“ჩემი გამონათქვამის გამო ვწუხვარ საზოგადოების წინაშე. ეს არ არის მისაღები და მოსასმენად, წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია და მე ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, რადგან მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით. მე არამცთუ ქალი კოლეგისთვის, არამედ მამაკაცისთვისაც კი არ მიმიყენებია შეურაცხყოფა 8 წლის განმავლობაში. ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ – არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერ ნახავთ სადმე, რომ მე რომელიმე კონკრეტული სახელი, ან გვარი, ან ჩემი კოლეგა მითუმეტეს ვახსენე. უხამსია გეთანხმებით… თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი… მე თუ მომინდება და ჩავთვლი საჭიროდ მაშინ…. ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი არის მიუღებელი, ამისთვის არა თქვენ, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, რადგან არ არის ჩემგან ის მიჩვეული მსგავს გამონათქვამს. თუ ამ გამონათქვამმა პირადად ვინმე შეურაცხყო, მე ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით საზოგადოებას, მაგრამ მე პირადად არავინ დამიიდენტიფიცირებია ეს ფაქტია და ფაქტი ჯიუტია. ძალიან ვწუხვარ და მე ვერავის თითით მინიშნებას ვერ მივიღებ… ბოდიშს ვიხდი ეს ფაქტია… ესენი დედის გინებაზე უარესს აკეთებდნენ. 8 წელია თმენის ვალდებულებას ვითვალისწინებ, მაგრამ ერთი წამოცდენა ჯაშუშურად ჩაიწერეს და მონათლეს თავდასხმად ქალ დეპუტატებზე. ამ გამონათქვამს ქალთა კვოტირებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საკმაოდ დამონტაჟებულია, იქ ტექსტებია გადადებული, მეც მაქვს ეგ ვიდეო. ვიმეორებ არცერთი ქალი დეპუტატისთვის, არც კაცისთვის მე პირადად შეურაცხყოფა არ მიმიყენებია” – განაცხადა ოდიშარიამ.