რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ქალი დეპუტატების მიმართ უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება დაუშვებელია. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავონ ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები. ეს ღირსებას არავის მატებს.
წერს Facebook-ზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
“დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი […] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი”. – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ.