ხობში ავარიას 1 პირი ემსხვერპლა, დაშავდა 4

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა ოთხი, ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
არსებული წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობაში გადაჭარბებული სიჩქარე გახდა – სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებიდან მომავალ მანქანას დაეჯახა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი