ანა კაკაბაძე – ჩვენი კოლეგები ვერც მალავდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მიზნებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა

ჩვენი კოლეგები ვერც მალავდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მიზნებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ განაცხადა.
მან გამოსვლა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.
„ჩვენი კოლეგები ვერც მალავდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მიზნებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. ბოდიშს გიხდით, რომ ქვეყანა განვითარდა, ბოდიშს გიხდით, რომ ქვეყანა დეკემბერში უკვე ოფიციალურად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ანა კაკაბაძემ.
დღესვე საკრებულოს წევრმა თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზეც ისაუბრა და ოპონენტების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„მინდა ვუპასუხო ცრუ ბრალდებებს, რომლებიც ოპოზიციური კოლეგების მხრიდან გაჟღერდა, თითქოს ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის საჭიროებებს არ ითვალისწინებს. უფრო გასაგები და თვალსაჩინო რომ იყოს, თუ რატომ არის ბრალდებები ცრუ, ჩამოვთვლი ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამებს, რომელთა დასაფინანსებელი თანხის ზრდა შემდეგი წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული: გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი; სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება; აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია; ასევე ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება; ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება; აგრეთვე უნდა ითქვას ისიც, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას ტრანსპლანტაციის პროგრამებით. როდესაც მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად დაფინანსებაც იზრდება, ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ.
ანა კაკაბაძემ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის დამტკიცებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის