ABC News: ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ აშშ-მა 30%-ით შეამცირა უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება

აშშ-ის ხელისუფლებამ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ 30%-ით შეამცირა უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება, იუწყება ABC News-ი კიევში მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით.
საქმე ეხება 155 მმ კალიბრის ჭურვებს, რომლებსაც ნატოს ჯარები გამოიყენებენ და რომლებიც შეადგენს უკრაინისთვის მიწოდებული ყველა შეიარაღების პრაქტიკულად 60-70%-ს. როგორც ABC News-ი შენიშნავს, სთვის ამ ჭურვების მიწოდება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
155 მმ კალიბრის ჭურვების მიწოდების შემცირებაზე წყარომ ისაუბრა კიევში -ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის წინა დღეს.
ვიზიტის განმავლობაში ოსტინი კიევს დაჰპირდა, რომ „შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში ს აგრესიის წინააღმდეგ“. მანამდე თეთრმა სახლმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია კიევის სამხედრო დახმარების გაგრძელება.
მიუხედავად ამისა, ABC News-ის თანახმად, ოქტომბრის დამდეგიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება საგრძნობლად შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის