„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – „რუსული კანონის“ დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა – საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება რუსეთი!

„რუსული კანონის“ დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისტორიულ მომენტში, ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა თავგანწირვისა და ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური გარემოს სწორი შეფასების წყალობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას.
ეს არის ივანიშვილის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთად ვიბრძოდით თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის, მარტის მოვლენების დროს. ეს პროვოკაცია განსაკუთრებით თავხედური და ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც კვლავაც ციხეში პოლიტიკურ მძევლად რჩება.
საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება !
მიგვაჩნია, რომ ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის „არა რუსულ მთავრობას!“. ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას.
ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
არა რუსულ რეჟიმს!“- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ