ანა ნაცვლიშვილი – თუკი პრობლემა რეალურია, პრემიერ- მინისტრმა უნდა ახსნას, რატომ არ საუბრობს დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან

როდესაც სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, თუკი პრობლემა რეალურია, პრემიერ მინისტრმა უნდა ახსნას, რატომ არ საუბრობს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრების დროს? – არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა, პრემიერ მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, ყოველივე ეს ადასტურებს, რომ “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა.
“გაუგებარია, როდესაც ამხელა ამბავია შექმნილი და ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემა, ჩვენ საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფალის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა ვნახეთ და პრემიერ – მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული – არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა.
რას ნიშნავს ეს? – ე.წ. “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა. თუ პრემიერი მართლა წუხს და ამ საქმეში მართლაც არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს ინტერესები შელახულია, მაშინ ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანულ მხარესთან არა ერთი შეხვედრა შედგა და არც ერთხელ არ მოგვისმენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევთან ეს საკითხი დააყენა პირისპირი შეხვედრების თუ სხვა ფორმატში“, – განაცხადა მ.
დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.
2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.
როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის