თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ნაწილობრივ Cavea-ში ჩატარდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორმა გაგა ჩხეიძემ ილაპარაკა.
Cavea-ს, კერძოდ კი კავეა გალერეას ერთ-ერთ დარბაზში ფესტივალის პროგრამა ევროპული კინოს თვე გავა. ჩხეიძის თქმით პროგრამა მთელს ევროპაში მიმდინარე ევროპული კინოს თვეს ეძღვნება და მასში ახალგაზრდული თემატიკის სურათები ჭარბობს.
პროგრამაში შედგენილია შემდეგი ფილმებით:
· An Endless Sunday – Alain Parroni, Italy/Germany/Ireland, 2023, 110’
· Before We Collapse – Alice Zeniter, Benoȋ Volanais, France, 2023, 96’
· Disco Boy – Giacommo Abbruzzese, France/B/I/PL, 2023, 92’
· Paradise Is Burning – Mika Gustafson, Sweden/I/DK/FI, 2023, 108’
· Return to Seoul – Davy Chou, France/Germany/Belgium/Qatar/Cambodia, 2022, 115’
· Rodéo – Lola Quivoron, France, 2022, 110’
· To the North – Mihai Mincan, Romania/France/Greece/Bulgaria/Czech Republic 2023, 122’
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება. სხვა სექციების ფილმებს მაყურებელი ტრადიციულად კინოთეატრ ამირანში იხილავს.