მდინარე იორდანეს სანაპიროსთან სანათლავის და ქართული კულტურის ცენტრის პროექტირებაზე წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯა – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა ასევე:
დოკუმენტში აღნიშნულია:
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად – 967,000 ლარი;
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ არქიტექტურულ-საკონსულტაციო ფირმისგან „Yousef Madanat Architeqture Studio“ მომსახურების შესყიდვის დასაფინანსებლად – 506,062 ლარი.
მდინარე იორდანეს სანაპიროზე ქართული კულტურის ცენტრის შექმნის ინიციატივა წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში დაანონსდა. ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა სამთავრობო კომისიასაც, რომელიც ამ ცენტრის კოორდინაციას უზრუნველყოფდა.
საქართველოს კულტურის ცენტრი და სანათლავი მდინარე იორდანედან 15-20 მეტრის მანძილზეა დაშორებული, მიწის ფართობი კი 4,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად, 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობამ ცენტრის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა.
bm.ge