შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს – ქალბატონო ხატია, თქვენ სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და თანამდებობის გამო მიაგდეთ მოქალაქეობა, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ

ქალბატონო ხატია, თქვენ თქვენს სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო მიატოვეთ, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძემ თანამდებობის გამო, საქართველოს მოქალაქეობა „მიაგდო“ და შემდეგ დაბრუნებას ითხოვდა.
„ქალბატონო ხატია, ვინაიდან ასეთი პათეტიკა გქონათ უმრავლესობის მიმართ, ერთ რამეს შეგახსენებთ, თქვენ თქვენს სამშობლოს, ამ ქვეყანას ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში, მიატოვეთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო. გახსოვთ ხომ ეს? ეს არის თქვენი გაგება პატრიოტიზმის. თანამდებობის გამო, მოქალაქეობა დატოვეთ. თანამდებობის გამო, მიაგდეთ მოქალაქეობა და შემდეგ ითხოვდით, რომ დაგბრუნებოდათ. ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ. როდესაც სამშობლოს ანაცვალებთ თანამდებობას, აქ პატრიოტიზმზე თავს ნუ დადებთ,“ – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ