“ რაც უფრო მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე…” – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა კომენტარი.

“არასერიოზულია მისი [მიხეილ სააკაშვილის] ქმედებები, არასერიოზული იყო მისი სიმულიანტობა, არასერიოზულია სიმულიანტობიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნება. რაც შეეხება მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ “ნაცმოძრაობასა” და სალომე ზურაბიშვილს შორის. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას იმასთან დაკავშრებით, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში იხილოს საზოგადოებამ.

“ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი, რომ არსებობს ასეთი გეგმა: სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია. რაც უფრო მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის, მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ.” – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ზიზღი. ციხიდან გამოგზავნილ მის წერილს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, მე შევაფასებდი, როგორც საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულ და შეუმდგარი კაცის ნაჯღაბნს

ე.წ. პოლიტიკოსის, პატიმარ ზურა გირჩი ჯაფარიძის პრეზიდენტ ყაველაშვილზე მძულვარებით აღსავსე წერილი მერამდენედ ამტკიცებს, თუ რა ამორფულ მდგომარეობაშია ნაცსექტა ოდენ საცოდაობაში ლეგიტიმური ზურაბიშვილის მეთაურობით