„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ

„სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ“ პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში შესწორების შეტანა შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Euractiv-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის კოალიციური მთავრობის წევრი, „სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადების მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ.
„აღნიშნული წინადადების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდაა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების ძირითად ელემენტს წარმოადგენს, შემოწირულებებისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, თუ მათი მოცულობა კანონით განსაზღვრულ ერთჯერად ან ჯამურ რაოდენობას აღემატება“, – ნათქვამია შესწორების განმარტებით ანგარიშში.
„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ შეთავაზება სლოვაკეთის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს და მთავრობას მოუწოდეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არ მიბაძოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ