გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური, საგურამო და მიმდებარე სოფლებში.
„11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, აგატი, ბოდავი, ახალციხე და მიმდებარე სოფლებში; 11:15-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში კასკადის, ავჭალის, კეცხოველის და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნატახტარსა და მისაქციელში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”