ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს

ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი ავრცელებს.
„ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა საზღვაო და საჰაერო პატრულირების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს“, – წერს ფერდინანდ მარკოს უმცროსი „ტვიტერის“ გვერდზე.
Reuters-ის ცნობით, პატრულირება კუნძულ მავულისზე, ფილიპინების ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში დაიწყება, რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”