წყალი შეწყდება! – გადაამოწმეთ მისამართები

GWP, 3 აპრილს, სამგორის რაიონში, გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
“3 აპრილს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, ს. თაყაიშვილის ქუჩაზე ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 3 აპრილს, 10:00 საათიდან 3 აპრილის 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილი 3 IVმ/რ N410, 411, 412, 417,418,419, 421, 422, 423 კორპუსებს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ