გადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? – რა იქნება საჭირო ჩეხებთან..

1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენლალყების სერია მართლაც ისტოტრიული გამოდგა, რადგან “პანენკას პენალტი” დღეს ფეხბურთის ყველა გულშრმატკივარმა
იცის, რომელი სტილიც ჩეხმა ფეხბურთელმა დაამკვიდრა.
თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტეიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელდ გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა ჩაატარა და (გაერთიანებულ) გერმანიასთან “ოქროს ბურთით” დამარცხდა. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო. გოლი ოლივერ ბირჰოჰმა გაიტანა. დღეს ეს წესი აღარ მოქმედებს (აღარც ვერცხლის გოლი) და დამატებითი დროის ტაიმები ბოლომდე ტარდება.
ჩეხეთის დღევანდელი ნაკრები საინტერესო გუნდია და ევროპირველობაზე ყოველთვის საინტერესო. წინა ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, პლეი-ოფში აშკარა ფავორიტად დასახელებულ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში აჯობეს. საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. ჩეხეთის ნაკრები ის იშვიათი გამონაკლისია, რონელთანაც ჩვენ ეროვნულ გუნდს არასდროს უთამაშია, მოკლე დროში კი ორჯერ შევხვდებით (მომავალ “ერთა ლიგაზე” ერთ ჯგუფში ვართ). საკლუბო დონეზე მათთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული კლუბები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ და ამ გზაზე თბილისის დინამომ პრაღის “სლავიას” აჯობა, 18 წლის ჯაბა კანკავამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.
ჩეხეთის ნაკრების მთავარი ხალხი მოედნის ცენტრში მოქმედებს. აქაა “ვეტ ჰემის” 29 წლის ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი, რომელიც ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული და მისი თამაში ნალლშედეგზე დიდადაა დამოკიდებული. ასევე, გამთამაშებლის ფუნქციებით დაჯილდოებული, “ფიორენტინას” შუახაზელი, 29 წლოს ანტონინ ბარაკი, რომელიც ნაკრებში პროდუქტიული და შედეგიანია.
მთავაროა, ჩვენმა გუნდმა თურქეთთან დაპირისპირების შემდეგ ძალების აღდგენა დროულად მოახერხომ და საჭიროების შემთხვევაში, სანიოლმა სწორ როტაციას მიაგნოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩეხები საწყის ტურში პორტუგალიელებს ეთამაშებიამ და თუკი დამარცხდნენ, ჩვენთან აუცილებლად შეტევაზე იფიქრებენ, რისი კარგად გამოყენებაც და მათი კონტრშეტევაზე “დაჭერა” შესაძლებელია.
ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელს ს შეჩერებაზე ბევრი ფიქრი მოუწევს. ჩეხური კლუბები ევროტურნირებს შეეჩვივნენ და დაცვაში “სლავიასა” და “სპარტას” ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ეს გუნდები უკანახაზელების გამსაკუთრებული თამაშით არ გამოირჩევიან. ჩეხები ძირითადად სამმცველიანი ტაქტიკით თამაშობენ და უნდა ვიფიქროთ, რომ შეტევაში ყველგან მოძრავ “კვარას” ირგვლივ რამდენიმე მეურვე იმოქმედება, რაც ჩვენი მოწინააღმდეგის შეტევის რესურსა შემცირებს. არადა, შესაძლოა, გატანის საკითხი მათ ძლაიან მძაფრად ედგეთ…
საქართველო – ჩეხეთი 22 ივნისს, ჩვენი დროით 17 საათზე, ჰამბურგის “ვოლკსპარკსტაფიონზე” (57 274 მაყურებელი) ჩატარდება.