ხობის მერიაში მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტი განიხილეს

20-21 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის განხილვა გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის დეტალების გაცნობისა და განხილვის მიზნით მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ფოკუს-ჯგუფების წევრებს შეხვდნენ.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ფოკუს-ჯგუფებში შედიან: ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ახალგაზრდული საბჭოს, გენდერული საბჭოს და საკრებულოს წევრები, კერძო სფეროში დასაქმებულები, ბიზნეს-სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი სტრატეგია. ის განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს