ზურა ბერიკაშვილს გასული წლის 28 დეკემბერს გული გაუჩერდა. ის გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი მდგომარეობით.
მსახიობის დისშვილი ანო მაისურაძე ხშირად ავრცელებს ინფორმაციას მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
“მჯერა, მოვა დრო,ჩვენ მოგიყვებით, შენ ღიმილით მოგვისმენ, როგორ გვენატრებოდი, სანამ შენ გეძინა”, – დაწერა ამჯერად ანო მაისურაძემ.