სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ადეიშვილი საქართველოს უნდა გადმოეცეს – გიორგი კახიანი

სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ზურაბ ადეიშვილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და პასუხისგებაში მიეცეს. საზოგადოებისთვის გაუგებარია, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდეს ევროპის სახელმწიფოებში და ასეთ ღონისძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ადეიშვილი ქართულ მხარეს გადმოეცემა.
„სამწუხაროა, რომ უკრაინის მხრიდან ასეთი არამეგობრული და გაუგებარი ქმედებები ადრეც ყოფილა და ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს ამ მიმართულებით ისინი თავისი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო ადეიშვილის იმ ფორმატში გამოჩენა, როდესაც ნიდერლანდებში უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა და უკრაინის დელეგაციის მხრიდან ადეიშვილი მონაწილეობდა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჰააგაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს