ვინ და რატომ არ დაესწრო წალენჯიხაში აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნას?

დღეს, პირველად წალენჯიხის ისტორიაში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ბავშვები თერაპიის კურსებს უფასოდ გაივლიან.
ცენტრში, ამ ეტაპზე 20-მდე ბენეფიციარია დარეგისტრირებული.
დღესვე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ-მედენს ჯირჯიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გამოცემა “თაიმერის” ცნობით, ცენტრის გახსნას “ოცნების” და გახარიას პარტიის ადგილობრივი ოფისებიდან არავინ დასწრებია, მათ შორის, არც საკრებულოს დეპუტატები.
მართალია, ერთი ძალაც და მეორეც აცხადებს ხოლმე, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ ქვეყნისთვის, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მერიის დაფინანსებული პროექტებით და ხალხისთვის გაკეთებული საქმით, დიდად სიხარულის გამოხატვას არ ჩქარობენ, ან სულაც ავიწყდებათ. ცნობისთვის, თუ რაიმეს გაკეთებას ცენტრალური ხელისუფლებაც ინებებს, ადგილობრივი მთავრობა, მერის ჩართულობით აქტიურად აშუქებს.
ადგილობრივების ცნიბით? აუტიზმის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე დასწრებას, ზოგიერთმა ადგილობრივმა პოლიტიკოსმა, მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნა და ქეიფი ამჯობინა.

ასევე დაგაინტერესებთ