შსს-ს ოთხუცნობიანი განტოლება – “მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ!”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის მოქალაქეებთან:
“გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმრავლეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ.”
უწყება არ აკონკრეტებს, რომელ რაიონებშია მოსალოდნელი ძლიერი ნალექი, ან რა სახით, რა სიძლიერის, როგორ უნდა გავფრთხილდეთ? არც იმას გვწერს, დარჩით სახლში და ჩვენ ვიმუშავებთ თქვენ ნაცვლადო.
იმასაც კი არ წერს, რას ნიშნავს ამინდის მკვეთრი გაუარესება – თოვლს, წვიმას, ქარბუქს, იქნებ, 45 გრადუს სიცხეს?
მაგალითად, მე ვცხოვრობ თბილისში, წერეთლის გამზირზე – მივიღე -ს მესიჯი, არ ვიცი რისგან უნდა გავფრთხილდე, არ ვიცი, მეც მწერს მართლა, თუ საერთო ბაზაში აღმოვჩნდი, არ ვიცი სად უნდა გავფრთხილდე და არ ვიცი როგორ უნდა გაფრთხილდე – ესეც ახალი ოთხუცნობიანი განტოლება, თითქოს, ეკონომიკის ორმაგი, სამმაგი, ხუთმაგი ზრდა მქონდეს უკვე ამოხსნილი.

ასევე დაგაინტერესებთ