შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს

უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვილნიუსში ვიზიტის დროს განაცხადა.
“ჩვენს წინაშე ძალიან სერიოზული გამოწვევები დგას, ამიტომ სამ პრიორიტეტს ვხედავ. უპირველეს ყოვლისა, ძლიერი და უსაფრთხო ევროკავშირი უნდა ავაშენოთ. ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა უნდა გავაუმჯობესოთ და ს უნდა ვეხმარებოდეთ იმდენად, რამდენიც საჭირო იქნება. ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება უნდა მოვახდინოთ – ფინანსურების, შეიარაღებით მხარდაჭერის, პოლიტიკური მხარდაჭერის… და ასევე უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ”, – განაცხადა მიშელმა.
ცნობისთვის, შარლ მიშელი ლიეტუვაში ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგზე კონსულტაციების მეორე რაუნდისთვის ჩავიდა, რომლის ლიდერებიც არიან ლიეტუვა, ჩეხეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და ბულგარეთი.

ასევე დაგაინტერესებთ