ირაკლი პეტრიაშვილი – საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან

დღევანდელ რეალობაში უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან და ასეთი პრობლემა სამწუხაროდ არაერთია , – ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, ქალების პოზიციებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში მათ ჩართულობას კიდევ უფრო შეასუსტებს.
„ქალები ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და უდიდეს ძალას წარმოადგენენ. ბუნებრივია, რომ წარმომადგენლობაც შესაბამისი სჭირდებათ, იქნება ეს პოლიტიკა თუ სხვა, სადაც, ეს მექანიზმი მოქმედებს. დღევანდელ რეალობაში უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან და ასეთი პრობლემა სამწუხაროდ არაერთია.
მაგალითად, ქალების წარმომადგენლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ისევ დაბალია. გენდერული სახელფასო სხვაობა 32 პროცენტამდეა. დედებს აქვთ განცდა, რომ გოგო შვილებს მეტ გამოწვევასთან გამკლავება მოუწევთ ცხოვრებაში, ვიდრე ბიჭებს. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც შესაძლოა, არაერთ სხვა უფრო მასშტაბურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, მაგალითად, გაზრდილ სელექციურ შობადობამდე, ფემიციდამდე და ა.შ.
ისევე როგორც ბავშვს, რომელსაც სიცხე აქვს და არ უნდა წამლის დალევა, უნდა დააძალო, რომ გამოჯანმრთელდეს, ჩვენც გვჭირდება გარკვეული მექანიზმები, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად, სადაც ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა აღარ იარსებებს, თანაბრად გვეყოლება წარმოდგენილი ორივე სქესი ერთსა და იგივე პოზიციებზე, ცხოვრება ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სწორედ ამიტომ არის საჭირო გენდერული კვოტირება.
რაღაც დროის შემდეგ, შესაძლოა, აღარც დაგვჭირდეს კანონი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ რეგულაციების გარეშე გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი კი, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, კიდევ უფრო შეასუსტებს ქალების პოზიციებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში მათ ჩართულობას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის