მდგრადი ენერგო გადაწყვეტილებების ძიებაში New World Wind-მა რევოლუციური Aeroleaf Hybrid-ის ტექნოლოგია შემოგვთავაზა და ეს ის არის, რასაც ფოტოზე ხედავთ — ხის ფორმის ქარის ტურბინა, რომელიც აერთიანებს მზისა და ქარის ენერგიებს, რათა სუფთა და ულიმიტო ენერგიის წყარო შემოგვთავაზოს. ეს ინოვაციური მიდგომა მარტო ელექტროენერგიაზე მოთხოვნას კი არ აკმაყოფილებს, არამედ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც აგვარებს, რომლებიც ტრადიციულ ენერგიის მწარმოებელ მეთოდებს უკავშირდება. წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე კეთდება აქცენტი, რაც უარყოფითად ზემოქმედებს გარემოსა და კლიმატურ ცვლილებაზე…
New World Wind კი ამას თავს მარტივად არიდებს — ხის ფორმის ტურბინებით, რომლებიც მბრუნავი ფოთლებითაა აღჭურვილი, ქარის ენერგიას იღებს, ამას დამატებული მის ძირში არსებული მზის პანელები და იგი მუდმივ, ეფექტურ ენერგიის წარმოების პროცესს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ხის ფორმას, ინსპირაცია რომ ბუნებაა ფაქტია, თანაც ასე სურს, ურბანულ თუ მწვანე მასშტაბებს უფრო ჰარმონიულად შეერწყას. ეს აშკარად ჩანს მის ინსტალაციებშიც. პირველი Aeroleaf Hybrid ბირმინგემში, დიდ ბრიტანეთში მაღალ მთაზე დადგეს, რათა ეჩვენებინათ მისი უნარი, თუ როგორ შეუძლია ქარისა და მზის ენერგიების ერთად გამოყენება.
მეტიც, კომპანია მომხმარებლების მრავალფეროვან ენერგო საჭიროებებს პასუხობს და სამ ვარიანტს გვთავაზობს — Wind Tree, Wind Palm და Wind Bush. პირველი მათგანი უფრო დიდი სივრცეებისთვისაა და შეგიძლიათ ელექტრო მანქანების დასამუხტადაც გამოიყენოთ. შემდგომი ორი კი განსხვავებულ მასშტაბებზე გამოიყენება, შესაბამისად მისი ინსტალაციაც მოქნილ პროცესს ეყრდნობა, დაწყებული საჯარო პარკებიდან, დამთავრებული პატარა უბნებამდე.
რაც შეეხება მაგნიტებს, იგი საშუალებას მოგცემთ, ინსტალაციები სახლის სახურავზე, ტერასებზე და იმ ადგილებში დააყენოთ, სადაც ნაკლები ქარია. თანაც ტექნოლოგია ერთი Aeroleaf-ით მინიმუმ 300 ვატს გამოიმუშავებს… Aeroleaf Hybrid უკვე მსოფლიოს მასშტაბით 130 ლოკაციაზეა წარმოდგენილი, მათ შორისაა ესპანეთი, ნიდერლანდები, კანადა, ავსტრალია, მექსიკა, პორტუგალია, ნიგერია, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ამერიკა.