„მეჩვენება, რომ 2004-12 წლებს აფასებს ბატონი ლევან იოსელიანი“ – რისი არ სჯერა ბექა ოდიშარიას

„მეჩვენება, რომ 2004-12 წლებს აფასებს ბატონი ლევან იოსელიანი“ – რისი არ სჯერა
სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ:
„ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური და სამოქალაქო ფსიქიატრიული დაწესებულებების, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და საცხოვრისების მონიტორინგის შედეგებს.
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები; ბენეფიციარებისთვის დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება და გვერდითი ეფექტების მართვა; გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება.
წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებების გადატვირთულობა, არასათანადო მოპყრობისა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.
აუცილებელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოქმედი პრაქტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, რათა დადგინდეს ერთიანი, განჭვრეტადი და მკაფიო საფუძვლები იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.“
ამ დასკვნას ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია:
„ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, ჩემთვის მიუღებელი იქნება, რომ დღეს საქართველოში რაიმე ტიპის შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების მიმართულებით. მეჩვენება, რომ 2004-12 წლებს აფასებს ბატონი ლევან იოსელიანი. წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში არის გაუსაძლისი (პირობები). ასეთი შეფასება არავისგან მოგვისმენია. მინდა, მჯეროდეს, რომ ახლა თქვენ (ჟურნალისტს) სხვა დოკუმენტი გიჭირავთ ხელში და ალბათ ეს არის სოზარ სუბარის დროინდელი დასკვნა, რომელიც ასევე შეეხებოდა პენიტენციურ სისტემას 2004-12 წლებში”

ასევე დაგაინტერესებთ