ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინისთვის გადასაცემად 576 მილიონი ევროს ღირებულების 180,000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.
გასულ თვეში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 478 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.
„შესაბამისად, დახმარების ორივე ღონისძიების ჯამური ღირებულება ერთ მილიარდ ევროზე მეტია“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია