ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტს გამოიძიებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტს გამოიძიებს, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„გუშინ ღამით, ღაზაში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც, World Central Kitchen-ის თანამშრომლები ტრაგიკულად დაიღუპნენ, როდესაც ისინი თავიანთ მისიას ასრულებდნენ. როგორც საერთაშორისო სამართლის ერთგული პროფესიონალური არმია, მზად ვართ, რომ ჩვენი ოპერაციები საფუძვლიანად და გამჭვირვალედ შევისწავლოთ“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის დამფუძნებელს, ხოსე ანდერსს ესაუბრა და ორგანიზაციის თანამშრომლების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
„ჩვენ ინციდენტს უმაღლეს დონეზე განვიხილავთ, რათა გავიგოთ რა მოხდა და როგორ მოხდა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, -ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ