შალვა პაპუაშვილი – ჩვენი საქმეები ჩანს, ოპოზიციის კი სიტყვები ჩანს მხოლოდ – სიტყვები ადვილი სათქმელია, პოპულიზმი, ეს დამახასიათებელი სენია ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიისა

ჩვენი საქმეები ჩანს, ოპოზიციის კი სიტყვები ჩანს მხოლოდ. სიტყვები ადვილი სათქმელია – პოპულიზმი, ეს დამახასიათებელი სენია ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „განსაკუთრებით ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სოციალურ საკითხებზე საუბრის ინიციატივა არ აქვს, ხოლო მეორე მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრობენ“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტია, თავისი ქმედებებით საზოგადოებას აჩვენებს, თუ რა არის მათი პოლიტიკა.
„ოპოზიცია ამაზე საუბრობს, ხელისუფლებას, ერთი მხრივ აქვს პრივილეგია, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობა, რომ ხელისუფლება ამას აკეთებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საქმეები ჩანს, ოპოზიციის სიტყვები ჩანს მხოლოდ. სიტყვები ადვილი სათქმელია, ამის უკან ბევრი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს ოპოზიციის მხარეს არ არის და ეს ამ დისკუსიებში გამოჩნდა. როდესაც მიდის რიცხვების ბრახა-ბრუხი ისე, რომ არც კი ფიქრობენ საერთოდ რაზე საუბრობენ. პოპულიზმი, ეს დამახასიათებელი სენია ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიისა. „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტია თავისი ქმედებებით საზოგადოებას აჩვენებს, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა და როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა 2024 წლის არჩევნებში.
სახელმწიფოს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ ყველა გამოწვევასთან დაკავშირებით იმუშაოს. ამიტომ ჩვენ სასაუბრო კი არ გვაქვს, ჩვენ გასაკეთებელი საქმეები გვაქვს, რასაც კიდევაც ვაკეთებთ, ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.