იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი – YOUTHTITIA დაფუძნდა

იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი -YOUTHTITIA დაფუძნდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში.
„ახალგაზრდულ კლუბ- YOUTHTITIA-ს პირველ ნაკადში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩევა ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტი. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ჩაერთონ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში;
კლუბი YOUTHTITIA იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარადგინა. მინისტრმა ისაუბრა ახალგაზრდული პლატფორმის მნიშვნელობაზე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი იურისტებისთვის საკუთარ პროფესიასთან უშუალო შეხების მნიშვნელობაზე. რატი ბრეგაძემ წარმატებები უსურვა პროექტის მომავალ მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ უწყების მიერ შეთავაზებული ეს პლატფორმა მათი მომავალი პროფესიისთვის საუკეთესო სტარტი გახდება.
ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის მნიშვნელობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმაც გაუსვა ხაზი. გიორგი ამილახვარმა წარმატებები უსურვა სამინისტროსა და კლუბის მომავალ წევრებს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, თბილისისა და რეგიონების ავტორიზებული უნივერსიტეტების რექტორები, სამართლის ფაკულტეტის დეკანები და სტუდენტები.
მათ სიმბოლურად ხელმოწერებით დაადასტურეს კლუბ YOUTHTITIA-ში ჩართულობის მზაობა.
ახალგაზრდულ კლუბში სტუდენტების შერჩევისა და კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კლუბის ოფიციალურ Facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100092028226213“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია