ნინო ვარდოსანიძე – ბიუჯეტი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ფარავს, სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ქალაქში დაგეგმილ სიახლეებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც თბილისის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები, რათა თბილისის მეტროს ძველი ვაგონების ჩანაცვლება მოხდეს. ამ გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება ის, რომ უფრო კომფორტულად იმგზავრებენ როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები. როგორც დაანონსდა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, 212 ვაგონის განახლება მოხდება. საბოლოოდ კი მეტროს განახლებულ შემადგენლობას მივიღებთ“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტების სირთულე და სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად იცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბიუჯეტი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ფარავს, გრძელდება და იწყება არაერთი პროექტის დაფინანსება სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. კომისიებზე დეტალურად განვიხილეთ და წარვადგინეთ შესაბამისი რეკომენდაციები და ვფიქრობ, მათი გათვალისწინება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
აღნიშნულ კომენტარს საკრებულო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან