რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს დილით, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებს თავს დრონებით დაესხნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა და სერიოზული დაზიანება არ ყოფილა.
„შვიდი ადამიანი დაშავდა. სერიოზული დაზიანებები არ არის, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე“, – წერს TASS-ი.
თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები – ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული

ჯო უილსონი – “ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“ – პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად, ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან – საკმარისია