ზურაბ ბატიაშვილი – თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის წარმატების მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სირთულეებია

თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი ს შედეგებზე, სავარაუდოდ, რა გავლენას მოახდენს ამ არჩევნების შედეგები თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით თურქეთში მომავალ არჩევნებში ოპოზიციის შანსები გაიზარდა, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, მეზობელ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები, ჩატარდა. მთავარმა ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა. საერთო ჯამში, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.
არჩევნების შემდეგ არჩევნების შედეგების კომენტირებისას პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა – „დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“.
მისივე თქმით, თურქეთის მმართველმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა.
ფაქტია, რომ ერდოღანის მმართველმა პარტიამ მუნიციპალური არჩევნები ნახევარზე მეტ მუნიციპალიტეტებში წააგო. რა გავლენას იქონიებს მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანის მმართველი პარტიის დამაჯერებელი მარცხი თურქეთის საშინაო პოლიტიკაზე?
– თურქეთის ოპოზიციურმა „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ არა მხოლოდ შეინარჩუნა ძველი პოზიციები, არამედ პირველად დაამარცხა პრეზიდენტ ერდოღანის „სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია თურქეთის შიდა პოლიტიკაში, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ცვლილებები როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის რიგებში.
პირველ რიგში შევხედოთ, რამ გამოიწვია ეს შედეგი. პასუხი მარტივია: იმ ეკონომიკურმა სირთულეებმა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა თურქეთში. ეს არის მაღალი ინფლაცია, თურქული ლირის გაუფასურება, უმუშევრობის ზრდა, ლტოლვილთა მიერ ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების წართმევა და ა.შ. ეს ყველაფერი სარკისებრად აისახა ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე.
თურქეთის ოპოზიციურმა „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ არა მხოლოდ შეინარჩუნა ძველი პოზიციები, არამედ პირველად დაამარცხა პრეზიდენტ ერდოღანის „სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია თურქეთის შიდა პოლიტიკაში, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ცვლილებები როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის რიგებში
პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ ხალხის მესიჯი მიღებულია და აპირებენ უპასუხონ ახალ გამოწვევებს. მას დეტალებზე არ უსაუბრია და ამ მომენტისთვის ალბათ არც რაიმე სამოქმედო გეგმა არსებობს, რადგან არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ჯერ მხოლოდ ერთი დღეა გასული, მაგრამ ცხადია, რომ იქნება როგორც საკადრო, ისე სხვა სახის ცვლილებები ხელისუფლების შიგნით.
სხვათა შორის, ცვლილებები იქნება ოპოზიციაშიც. ეს განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ პარტიებს ეხებათ, რომლებმაც ძალზედ ცუდი შედეგი აჩვენეს ადგილობრივ არჩევნებზე. მათ ერთ ნაწილში შეიძლება ლიდერები შეიცვალონ. მეორე ნაწილში კი შეიძლება გამსხვილება ან სულაც ლიკვიდაცია მოხდეს.
მთავარი შიდაპოლიტიკური საკითხი კი მაინც ეკონომიკური პრობლემები იქნება. ამომრჩეველმა არჩევნებზე გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება და პროტესტი შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც კონცენტრირებული იქნება ეკონომიურ საკითხებზე.
ამომრჩეველმა არჩევნებზე გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება და პროტესტი შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც კონცენტრირებული იქნება ეკონომიურ საკითხებზე
– ისეთი ძლიერი პოლიტიკური ლიდერის პოლიტიკურ ველზე არსებობის პირობებში, როგორიც ერდოღანია, თურქეთის პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ დაქსაქსული და მრავალფეროვანია. სწორედ ამის გამო ერდოღანს მათთან წარმატებული დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვს.
იგი წლებია წარმატებით პოზიციონირებს როგორც თავის დასავლელ პარტნიორებთან როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ისე აქტიურად თანამშრომლობს დასავლეთთან დაპირისპირებულ რუსეთთან.
ისიც ფაქტია, თურქეთმა ს ომის დაწყების პირველ ეტაპზე საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და რამდენადაც შესაძლებელია ეხმარება უკრაინას.
გასაგებია ისიც, რომ თუნდაც მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხებული ერდოღანი სხვანაირ განცხადებებს ვერ გააკეთებდა.
მაგრამ, ვხედავთ, რომ ოპოზიციის გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებზე საკმაოდ შთამბეჭდავიც კი აღმოჩნდა.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ წარმატებული მუნიციპალური არჩევნების შემდეგ რამდენად გაზრდილია იმის შანსი, რომ შემდეგ არჩევნებში ოპოზიციამ შეძლოს ერდოღანის მმართველი პარტიის დამარცხება?
– შემდგომ არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შარშან მაისში ჩატარდა. ანუ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, მომავალი 4 წელი არჩევნები აღარ იქნება თურქეთში.
პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ შესაძლო ყველაფერი ყველაზე მოულოდნელი სცენარით განვითარდეს. . . ახალი ეპოქა იწყება თურქეთის საშინაო პოლიტიკაში და ყველანი ერთად მივადევნებთ თვალს ამ მეტად საინტერესო პროცესს
რა თქმა უნდა, ოპოზიციიდან პრეზიდენტობის ყველაზე დიდი ამბიცია სტამბოლის ახლანდელ მერს ექრემ იმამოღლუს ექნება. სახუმარო საქმე არაა, როცა ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი ორჯერ ზედიზედ ნდობას გიცხადებს.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ შესაძლო ყველაფერი ყველაზე მოულოდნელი სცენარით განვითარდეს.
ამიტომ, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ახალი ეპოქა იწყება თურქეთის საშინაო პოლიტიკაში და ყველანი ერთად მივადევნებთ თვალს ამ მეტად საინტერესო პროცესს.
– ვიდრე ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ანკარის საგარეო პოლიტიკაში გარკვეული კორექტივები მაინც მოხდება. სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანის პარტიის დამარცხება თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე?
– ცხადია, რომ აქაც იქნება ცვლილებები. მხოლოდ თურქეთს არ ეხება – ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი უფრო ძლიერად და დამაჯერებლად გრძნობს თავს, როდესაც მას ამომრჩევლების მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს. მაგრამ როდესაც ასეთი მხარდაჭერა მცირდება, სუსტდება ლიდერის პოზიციებიც.
თურქეთის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დგას. ესენია: რუსეთ-უკრაინის ომი და თურქეთი მცდელობა, შეასრულოს ერთგვარი შუამავლის როლი მათ შორის, ომი სირიაში, სადაც ასევე რუსეთი მოქმედებს თურქეთის ინტერესების წინააღმდეგ, ერაყის ჩრდილოეთში არსებული მდგომარეობა, თურქეთ--ს ურთიერთობები.
ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი უფრო ძლიერად და დამაჯერებლად გრძნობს თავს, როდესაც მას ამომრჩევლების მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს. მაგრამ როდესაც ასეთი მხარდაჭერა მცირდება, სუსტდება ლიდერის პოზიციებიც
მოსალოდნელია, რომ ა.წ. 9 მაისს შედგება ერდოღანის ვიზიტი თეთრ სახლში. ცხადია, რომ მხარეები ზემოხსენებული საკითხების გარდა ისაუბრებენ ორმხრივ ურთიერთობებზეც. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად ჩანს F16-ების საკითხი. საქმე იმაშია, რომ ოფიციალური ანკარა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე თანხმობის თქმის საპასუხოდ ვაშინგტონისგან ელის თურქეთის საკუთრებაში არსებული F16-ების მოდერნიზაციისა და ამავე მოდიფიკაციის ახალი საფრენი აპარატების შეძენის საკითხის დადებითად დასრულებას.
მაისის შეხვედრის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ერდოღანის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ უფრო ნათელი გახდება რა მიმართულებით განვითარდება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, რომელიც ნამდვილად არაა იდეალური და ამის საილუსტრაციოდ იმ ფაქტის აღნიშვნაც კმარა, რომ პუტინმა გააუქმა მარტში ჩანიშნული ვიზიტი თურქეთში.
ვფიქრობ, რომ ერდოღანის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ უფრო ნათელი გახდება რა მიმართულებით განვითარდება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, რომელიც ნამდვილად არაა იდეალური და ამის საილუსტრაციოდ იმ ფაქტის აღნიშვნაც კმარა, რომ პუტინმა გააუქმა მარტში ჩანიშნული ვიზიტი თურქეთში
როგორც ჩანს, ამის მიზეზი არამხოლოდ პუტინის შიშია, რომ მას დაიჭერენ, არამედ ისიცაა, რომ ძალიან ბევრ საკითხში მხარეებს ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ და ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება.
– ფაქტია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვლილია ვითარება სამხრეთ კავკასიაში.
ერევანი მზადაა კიდევ გადადგას ნაბიჯები ბაქოს მიმართულებით, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმება.
ამის ფონზე თვალს ვადევნებთ სომხეთის დისტანცირებას რუსეთთან და ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
სომხეთის ლობირების თვალსაზრისით გააქტიურებულია საფრანგეთი. მას შემდეგ, რაც ერევანმა მოსკოვს ს საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები გაყვანა მოითხოვა, გააქტიურებულია საუბრები იმაზე, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან, ასევე სომხეთ-ირანის საზღვრიდან, სადაც ახლა რუსი მესაზღვრეები სომეხ მესაზღვრეებთან ერთად დგანან, არაა გამორიცხული რუსების გაცვლის შემდეგ ისინი ფრანგმა მესაზღვრეებმა ჩაანაცვლონ.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თურქეთ-სომხეთისა და სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები ფრანგებმა ჩაანაცვლონ?
– სომხეთი ძალიან სწრაფად იცვლის ორიენტაციას და სულ უფრო მეტად იყურება დასავლეთისკენ, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა, ეს გზა საკმაოდ გრძელი და რთულია. არც რუსეთის კლანჭებისგან დახსნაა ადვილი საქმე. სომხეთი რუსეთთან არაერთი ხელშეკრულებითაა მიბმული. მათ შორის, რუსეთზეა მიბმული სომხეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც. არც ის ფაქტი უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვმა არაერთხელ სცადა სიტუაციის არევა სომხეთის შიგნით. კარგი ისაა, რომ მოსკოვს ამ საქმისგან არაფერი გამოუვიდა და იმედია, არც მომავალში გამოუვა.
ამ მომენტისთვის რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩაფლული და სხვა საკითხებისთვის ნაკლებად სცალია. ამას კარგად გრძნობს მათ შორის სომხეთის ხელისუფლებაც და ცდილობს, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს შესაძლებლობების ეს ფანჯარა.
რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩაფლული და სხვა საკითხებისთვის ნაკლებად სცალია. ამას კარგად გრძნობს მათ შორის სომხეთის ხელისუფლებაც და ცდილობს, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს შესაძლებლობების ეს ფანჯარა
რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, იმისთვის, რომ კიდევ ერთი ომი არ მოხდეს, აუცილებელია მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი. არც ესაა ადვილი საქმე, რადგან უამრავი წინაღობაა (მათ შორის, ფსიქოლოგიურიც) გადასალახი. საქართველოს ინტერესშია გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება სამხრეთ კავკასიაში. ხოლო ამისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო.
დასავლურ სამყაროს ლიდერი სჭირდება. შეძლებს საფრანგეთი ლიდერობის ტვირთის აწევას? ამას დრო გვიჩვენებს. თუ საფრანგეთმა გლობალური მასშტაბით ეს ტვირთი აწია, მაშინ ის სამხრეთ კავკასიაშიც უფრო აქტიური გახდება
რაც შეეხება საფრანგეთის გააქტიურებას, ეს პროცესი უკრაინასთან მიმართებით დაიწყო მაკრონმა და შემდეგში მოლდოვაც მოიცვა. გლობალურ მასშტაბში მაკრონის ეს გააქტიურება კავშირშია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის გასაწევი დახმარების შეფერხებასთან. დასავლურ სამყაროს ლიდერი სჭირდება. შეძლებს საფრანგეთი ლიდერობის ტვირთის აწევას? ამას დრო გვიჩვენებს.
თუ საფრანგეთმა გლობალური მასშტაბით ეს ტვირთი აწია, მაშინ ის სამხრეთ კავკასიაშიც უფრო აქტიური გახდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი