Bloomberg-ის ინფორმაციით, Amazon-ი AI სტარტაპ Anthropic-ში $2.75 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს. შედეგად, სტარტაპში Amazon-ის კაპიტალი $4 მლრდ-მდე გაიზრდება.
პარტნიორობის ფარგლებში, სტარტაპი Amazon Web Services-ის მონაცემთა ცენტრს და სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ ჩიპებს გამოიყენებს. თუმცა, Anthropic-ი ვალდებულია, Amazon-ის გარდა, მისი კიდევ ერთი ახლო პარტნიორის, Google-ის ჩიპებიც გამოიყენოს.
ცნობისთვის, კომპანიის ჩატბოტი Claude-ი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებაზეა ორიენტირებული. ახალი პროგრამული უზრუნველყოფით Claude-ს პრობლემების გადაჭრა ყოვლისმომცველი კვლევების გარეშე შეუძლია.