დავით უსუფაშვილი – „ოცნების“ სტრატეგია ახლა ასეთია, რომ რაღაცები „მოციცქნონ“, რათა საარჩევნო მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესონ, ვითომ ახლა წაიკითხეს „გირჩის“ პროექტი, ახლავე დაეთანხმნენ და ხმა მისცეს

ჩემი კითხვა უმრავლესობისადმი: გასაგებია, რომ თქვენ გსურთ პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კავშირი არ გაწყდეს, მაშინ სად წერია ამ კანონში მსგავსი რამე?, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, თუ დელეგატის მთავარი ფუნქცია ხალხთან ურთიერთობაა, დელეგატობა არჩევნების წესით უნდა განისაზღვროს და არა ნებაყოფლობითად.
„რატომ არის სიტყვა დელეგატის დამატება საჭირო? როგორც „ქართული ოცნება“ გვეუბნება, პარლამენტის წევრი ისე იქნება პარლამენტის წევრი, როგორც მანამდე. მათ არანაირი უფლება არ ემატებათ სიტყვა დელეგატით. თქვეს, რომ უნდათ, თითქოს მაჟორიტარულის სისტემის გაუქმების შემდეგ მოსახლეობა „უპატრონოდ“ არ დარჩეთ. ანუ, ჰყავდათ ვინმე კონკრეტული, ვისაც პრობლემების მოსაგვარებლად მიაკითხავენ.
ჩემი კითხვა უმრავლესობისადმი – გასაგებია, რომ თქვენ გსურთ პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კავშირი არ გაწყდეს, მაგრამ მაშინ სად წერია ამ კანონში მსგავსი რამე? თუ მოსახლეობაზე ვზრუნავთ, რომ მათ საკონტაქტო პირი ჰყავდეთ, მაშინ დელეგატობა ნებაყოფლობითი რატომ არის და არა არჩევითი?“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გარდა ამისა, „ლელოს“ დეპუტატმა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობის ახლანდელი გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო „გირჩის“ პროექტს ხმა მისცეს, არა პოლიტიკა, არამედ საძალაუფლებო ბერკეტებით მანიპულირებაა.
„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მმართველი პარტია მოიცლის, ამბებს შეატრიალებს და შემოატრიალებს, თვალთმაქცობს, ამბობს რომ „გირჩთან“ რაღაცაზე შეთანხმდა. ამ დონის თვალთმაქცობა რაში სჭირდება მმართველ პარტიას, რომელსაც უმრავლესობა განაღდებული აქვთ? მათი სტრატეგია ახლა ასეთია, რომ რაღაცები მოციცქნონ ყველგან იმისთვის, რომ საარჩევნო მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესონ. ვითომ ოცნებამ ახლა წაიკითხა „გირჩის“ პროექტი, ახლავე დაეთანხმა და ხმა მისცა. ეს არ არის პოლიტიკა, ეს საძალაუფლებო ბერკეტებით მანიპულირებაა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა