,,დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” ორგანიზებით, ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა

“დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” ორგანიზებით, პროექტზე – „თანასწორობის ელჩი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან” ბაკურიანში გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პროექტი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საბჭოს პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და მათი ხედვის გათვალისწინებას მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტში ჩართულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აპარატის თანამშრომელი მარიამ გეგეშიძე და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი თამარ ზაქუტაშვილი.
„შეხვედრაზე ბაია კვიციანმა ისაუბრა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირებაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებზე.
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” აპარატის თანამშრომელმა მარიამ გეგეშიძემ ისაუბრა საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამებზე და მისი საკანონმდებლო რეგულირების პროცესზე.
ახალგაზრდებმა შეკითხვები დასვეს მათთვის აქტუალურ თემებზე, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე, მიიღეს რჩევები სამომავლო პროფესიების არჩევასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტში, რომელიც 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება, 30-მდე ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა