კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან რუსული სამხედრო დაზვერვაა

კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას.
„ეს სულაც არ არის ახალი საკითხი. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე უკავშირებოდა რუსული მხარის მიმართ ბრალდებებს, მაგრამ არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“ თბილისში -ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა. მათივე ცნობით, ფაქტთან ს სპეცსამსახურების კავშირი დგინდება.
წყარო: პირველი არხი