თურქეთიდან საქართველოში სამკურნალო საშუალებების და სიგარეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 103.9 მლნ. დოლარი), აშშ (1 591.1 მლნ. აშშ დოლარი) და (1 481.2 მლნ. აშშ დოლარი).
იანვარ-ოქტომბერში თურქეთის წილი საქართველოს ექსპორტში 7%-ია (358.9 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტში 16.6%-ი (2.1 მლრდ აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა თურქეთიდან საქართველოში სამკურნალო საშუალებების და თამბაქოს (სიგარები, სიგარეტები და სიგარილების) იმპორტი, ხოლო თითქმის განახევრდა ფეროშენადნობების ექსპორტი.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც თურქეთში გადის:
· ელექტროენერგია – $94 მლნ;
· ტრიკოტაჟის ნაწარმი – $48.9 მლნ;
· ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის – $30 მლნ;
· ფეროშენადნობები – $28. მლნ.
· ალუმინის ნარჩენები და ჯართი – $10 მლნ.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც თურქეთიდან შემოგვაქვს:
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $123 მლნ;
· მსუბუქი ავტომობილები – $76 მლნ
· შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – $51 მლნ
· სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – $52 მლნ;
· სარეცხი და საწმენდი საშუალებები – $40 მლნ.

ასევე დაგაინტერესებთ