რუსეთი მიგრაციის კანონს ამკაცრებს – ქვეყანაში უცხოელების ყოფნის ვადა მცირდება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის სტანდარტების გამკაცრების კანონპროექტი მოამზადა.დოკუმენტზე სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთში უცხოელების ყოფნის ვადის შემცირებას წლის განმავლობაში 90 დღემდე (ადრე, სხვა ქვეყანაში წასვლისა და დაბრუნების შემთხვევაში, ვადა ნულდებოდა და ათვლა თავიდან იწყებოდა).
ასევე ითხოვს ქვეყანაში შესვლისას უცხოელებისთვის თითის ანაბეჭდების აღებისა და ფოტოგრაფირების შემოღებას, უწყება დოკუმენტში ასევე საუბრობს ქვეყანაში იმ უცხოელების „კონტროლირებადი დარჩენაზე“, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ან ვერ ტოვებენ რუსეთს. ასევე, ითხოვს უცხოელის ციფრული პროფილის და ყველა მიგრაციის საბუთის შემცვლელი ერთიანი დოკუმენტის შექმნას.
გარდა ამისა, უცხოელებს შეიძლება მოთხოვონ ხელი მოაწერონ „ლოიალობის ხელშეკრულებას“ – ამით ისინი დათანხმდებიან კანონის დარღვევის შემთხვევაში გაძევებას და შესვლის უფლების შეზღუდვას. გაძევების ბრძანების გაცემის უფლება არა მხოლოდ სასამართლოებს, არამედ სამთავრობო უწყებებსაც ექნებათ.