საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება “ნაცმოძრაობაში”, რაც მეტი იქნება დაპირისპირება შიგნით, მით უკეთესი ქვეყნის განვითარებისთვის –

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ამჯერად მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მანიფესტია, რომელიც პარტიამ 23 ნოემბერს უნდა მიიღოს. “კურიერთან” ინტერვიუში, ნიკა მელია აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან მისი შინაარსიც კი არ გააცნეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი აცხადებს, რომ რაც მეტი დაპირისპირება იქნება “ნაცმოძრაობაში” მით უკეთესი იქნება საარჩევნო შედეგისთვის.
“საერთოდ არ მაინტერესებს პრინციპში რა ხდება “ნაცმოძრაობაში”. ერთადერთი იმ კუთხით მაინტერესებს, რომ ეს პროცესები “ნაცმოძრაობას” მიიყვანს რეიტინგის კიდევ უფრო მეტად დაკარგვამდე. რაც მეტი იქნება დაპირისპირება “ნაცმოძრაობის” შიგნით, მით უკეთესი ჩვენი საარჩევნო შედეგისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ანტიქართულ გაერთიანებას უწოდებს.
“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სხვა პრობლემა. აქ არ არის პრობლემა იმაში თუ ვინ არის ხელმძღვანელი, ვინ არის პოლიტსაბჭოში და ვინ არა. “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრობლემა, რომ ის არის ანტიქართული გაერთიანება.
ლოიალური და ერთგული არის არა ქართველი ხალხის, არამედ საქართველოს საზღვრებს მიმართ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არის ლოიალური. ის, რაც ჩვენ ადრე ისტორიები ვიცოდით შადიმანების და ა.შ. ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, აღარ სჭირდება დიდი ჟამთააღმწერლები, რომ აღვწეროთ ის ღალატი, რომელსაც ისინი სჩადიან ყოველდღიურად საკუთარი ქვეყნის წინაშე. ანტიქართული გაერთიანება არის თავისი არსით, ამიტომ, რაც უფრო ერთად იქნება ეს ყველაფერი, მით უფრო დავაკვირდებით ერთობაში როგორ გამოიყურება ანტიქართული პოლიტიკა საქართველოში,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს