ორთაჭალაში ავტოავარიის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა

ორთაჭალაში ავტოავარიის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალების ფაქტს “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ავტომობილი, სავარაუდოდ, დაუგორდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს