კირბი: ისრაელი გენოციდური ტერორისტული საფრთხისგან თავის დაცვას ცდილობს

თეთრი სახლის პრესსპიკერი ს წინააღმდეგ აქტივისტების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებენ.
კირბის თქმით, აქციის მონაწილეებს სიტყვის თავისუფლება აქვთ, მაგრამ “სიტყვა “გენოციდს” ეს ადამიანები უადგილოდ იყენებენ”.
“ისრაელი არ ცდილობს პალესტინელები რუკიდან გააქროს. ისრაელი არ ცდილობს ღაზის რუკიდან გაქრობას. ისრაელი გენოციდური ტერორისტული საფრთხისგან თავის დაცვას ცდილობს”. – თქვა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე.