ორთაჭალაში, სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, 15 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გორგასლის 41 ნომერში, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო დაგორდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
