ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულეს და ჯარები გაიყვანეს.
მანამდე, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსიდან ისრაელელმა სამხედროებმა ტანკები და მანქანები გაიყვანეს.
ალ-შიფას საავადმყოფოსა და მის გარშემო ჩატარებულ ოპერაციას ექვსთვიანი ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციად აფასებს. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში 200-მდე ბოევიკის ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ისრაელი „ჰამასს“ საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაატარა. „ჰამასი“ სამედიცინო დაწესებულებების სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად გამოყენებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ