კახა ოქრიაშვილი – ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი?! ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მეთოდისა და კრიტერიუმების შემუშავება. ანუ ე.წ. სტანდარტული შემოწმებით დგინდება, არის თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერი და შეესაბამება თუ არა დაკავებულ თანამდებობას. ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა, ვინ ამოწმებს – მთავარია, შემოწმდეს ხარისხიანად. გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად ნიშნავს მოსამართლეებს, მათ ხარისხიანად ვერ შეამოწმებს. ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა!
ყველამ ვიცით, რომ თუ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის სამართლიანი გადანაწილება ვერ მოხდება. ხელისუფლების უარი აზარალებს, პირველ რიგში, თავად სასამართლოს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუ ვამოწმებთ ყველა სფეროს წარმომადგენელს, სპორტსმენიდან და მასწავლებლიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დასრულებული, მაშინ რატომ ვამბობთ უარს მოსამართლეების შემოწმებაზე?! ხომ ვნიშნავთ მოსამართლეებს უვადოდ, სწორედ ამიტომ მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვამოწმოთ მათი კეთილსინდისიერება!
მომიტევეთ, მაგრამ განვმეორდები – თუ გვინდა, კარგად ვიცხოვროთ, ამ ქვეყანაში კორუფცია არ უნდა იყოს, რასაც მხოლოდ დამოუკიდებელი და პატიოსანი სასამართლო უზრუნველყოფს. იქნება კორუფცია?! ვიქნებით მშივრები და როგორი მშიერიც ახლაა ეს ქვეყანა, ასეთივედ დარჩება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს